ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ვერსია ვრცელდება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა უკრაინული სპეცსამსახურების დაკვეთით ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონის მებრძოლებმა განახორციელეს, რომლებიც დონბასში სეპარატისტთა წინააღმდეგ იბრძვიან. დანაშაულის ორგანიზატორები კი შესაძლოა ცოლ-ქმარი ადამ ოსმანოვი და ამინა ოკუევა იყვნენ, რომლებსაც ბრალი პუტინზე თავდასხმის მცდელობაშიც ედებოდათ. გამოძიების ვერსიით, მათ შესაძლოა შური საკუთარი ლიდერის, ისა მუნაევის დაღუპვისთვის იძიეს, რომელიც დებალცევოში სეპარატისტებთან შეტაკებას ემსხვერპლა.