ემცოვის დაკრძალვის ცერემონიას არც მისი მეგობარი გოგონა დაესწრება, რომელიც მკვლელობის მომენტში პოლიტიკოსთან იმყოფებოდა. უკრაინელ მოდელს, ანა დურიცკაიას რუსეთის ხელისუფლებამ სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა, რის შემდეგაც ის კიევში გაემგზავრა. დურიცკაიას გამომძიებლები სამი დღის განმავლობაში ჰკითხავდნენ. მკვლელობის ერთადერთი მოწმე გამოძიებასთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს გამოთქვამს.