ბორის ნემცოვის ხსოვნას პატივი ბრიტანეთშიც მიაგეს. ლონდონში რუსეთის საელჩოსთან 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს უკრაინული დროშებით რამდენიმე ათეული აქტივისტი შეუერთდა. "ბორისი მკვდარია, ჩვენ იმედებს გვიკლავენ,"-ამ შინაარსის პლაკატებით მათ პუტინის რეჟიმის მმართველობა გააპროტესტეს. ანალოგიური აქციები პარიზსა და ნიუ იორკშიც გაიმართა.