ნემცოვის მეგობარი გოგონას დედა აცხადებს, რომ მისი შვილი პოლიტიკოსისგან ფეხმძიმედ იყო. ექსკლუზიურს ინტერვიუს ანა დურეცკაიას დედასთან ინტერნეტ-პორტალი ლაიფ-ნიუსი აქვეყნებს. ინა დურეცკაიას მტკიცებით, მისი ქალიშვილი აბორტის გაკეთებას აპირებდა. "მე ამ ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ბორისი ძალიან კარგი ადამიანი იყო და ამ ყველაფერს შევეგუე. მე მასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა,"-აცხადებს დურეცკაიას დედა. უკრაინელი მოდელი მკვლელობისას ბორის ნემცოვთან ერთად იმყოფებოდა. პოლიციამ ის უკვე დაკითხა. დურეცკაიამ პოლიტიკოსის მკვლელობის შემდეგ უკრაინაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.