პოლიციამ ბორის ნემცოვის მკვლელობის უშუალო თვითმხილველი დაკითხა. 23 წლის უკრაინელმა მოდელმა ანა დურიცკაიამ პირველი ჩვენება უკვე მისცა. მოწმის ჩვენებით, მას და ნემცოვს გუმში უნდა ევახშმათ. ქუჩაში ისინი 23 საათზე გამოვიდნენ და ვასილიევის დაღმართს ჩაუყვნენ, როდესაც მათ თეთრი ავტომობილი მიუახლოვდა. თავდამსხმელებმა მანქანიდან 6-ჯერ გაისროლეს. ნემცოვს ზურგში 4 ტყვია მოხვდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.