გვიან ღამით მოსკოვის პოლიციამ ბორის ნემცოვის ბინა გაჩხრიკა. გარდაცვლილი პოლიტიკოსის სახლიდან სხვადასხვა დოკუმენტები ამოიღეს, რომელიც შესაძლოა გამოძიებას მკვლელობის მოტივის დადგენაში დაეხმაროს. კრიმინალისტებმა ბინიდან ნემცოვის პერსონალური კომპიუტერის მყარი დისკიც წაიღეს. უახლოეს რამდენიმე საათში გარდაცვლილის მეზობლებსაც დაკითხავენ. უკვე დაკითთულია ნემცოვის თანმხლები გოგონაც. პოლიციამ უკვე ამოიცნო მანქანა, რომლიდანაც ნემცოვს ესროლეს. ფორდის მარკის ავტომანქანის ძებნა უკვე დაიწყო. ბორის ნემცოვს გუშინ ღამით მოსკოვში ვასილიევსკის დაღმართზე სეირნობისას მანქანიდან ზურგში ესროლეს. მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობებით პოლიტიკოსი ადგილზე გარდაიცვალა.