ბორის ნემცოვის მკვლელობა უკანონო და პროვოკაციული ქმედება იყო. ასე აფასებს რუსეთის პრეზიდენტი ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის სიკვდილს. პუტინმა მკვლელობის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო ბრიგადას დაავალა, რომელშიც მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საუკეთესო თანამშრომლები გაერთიანდნენ, გამოძიება კი კონტროლქვეშ პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა აიყვანა. ამ დროისათვის მკვლელობის სავარაუდო მოტივად რამდენიმე ვერსია, მათ შორის, ნემცოვის პოლიტიკური და ბიზნეს მოღვაწეობაც სახელდება.