კვირას, 1-ელ მარტს ჰააგაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო მარში გაიმართება, რომლის დევიზი და მოწოდება იქნება: ,,დუმილს განაგრძობთ?” ,,შევაჩეროთ რუსეთი დღეს!” ,, მშვიდობისთვის უკრაინაში!”
ამის შესახებ მარშის ორგანიზატორებმა ,,ფეისბუქის” თავიანთ გვერდზე დაწერეს.
,,ჩვენ ვართ სხვადსხვა ქვეყნის მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც ნიდერლანდებში ვცხოვრობთ და არ ვართ გულგრილი იმ მოვლენების მიმართ, რაც უკრაინაში ხდება. ეს არის რუსეთის იმპერიალისტური ქცევის ნათელი მაგალითი.
როგორც ადრე მოლდავეთსა და საქართველოში, რუსეთი ისევ ცდილობს სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრას. უკრაინა არ იქნება უკანასკნელი სახელმწიფო, რუსეთი შემდეგშიც განაგრძობს სუვერენული ქვეყნების საზღვრების დარღვევას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მომავალი.” - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ განცახდებაში.
დემონსტრაციის მონაწილეები მარშის მოწყობას ჰააგაში რუსეთის საელჩოსთან გეგმავენ, სადაც დაღუპულთა მოსახსენიებელ ლოცვას აღავლენენ, ჯვრებს აღმართავენ და რუსეთის აგრესიის მსხვერპთ წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.