მასშტაბური ტერორისტული აქტი დამასკოში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად სირიის დედაქალაქის გარეუბანში მდებარე მეჩეთი გახდა. წინასწარი ვერსიით, მეჩეთთან დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.