შემზარავი მკვლელობა დაკაში. ბანგლადეშის დედაქალაქში ათობით შეიარაღებული პირი ბლოგერ ავიჯ როის დაესხა თავს, რომელიც ათეისტური ბლოგებითა და პოსტებით გახდა ცნობილი. თავდამხმელებმა ბლოგერი დანებით აკუწეს. როისთან ერთად მისი მეუღლე ავიჯაც იმყოფებოდა, რომელმაც სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. საზარელ მკვლელობას დაკაში ასობით სტუდენტი ხმაურიანი მსვლელობებით აპროტესტებს.