უკრაინული გრივენის მკვეთრი გაუფასურებაზე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო უკრაინის მთავრობას ადანაშაულებს. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა იაცენიუკის მთავრობის დაუბალანსებელი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია. "თუ თქვენ გაქვთ ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც იფარება საბეჭდი მანქანით, თუ თქვენ გაქვთ საგადასახადო ბალანსის დეფიციტი, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების გარეშე ვერ არეგულირებთ, თუ თქვენ ვერ ამყარებთ ქვეყნის სავაჭრო ბალანსს, მაშინ ნუღა კითხულობთ, თუ რატომ სუსტდება ეროვნული ვალუტა,"-აცხადებს იუშენკო.