საერთაშორისო საზოგადოებას მშვენივრად ესმის, თუ ვინ დგას დონბასის მოვლენების უკან, თუმცა ზოგიერთ პოლიტიკოსს საგნებისთვის სახელის დარქმევა დღემდე არ სურს. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიან ლინკიავუჩუსმა განაცხადა. "ჩვენ თითქოს შევთანხმდით რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე, თუ კონფლიქტი გამწვავდებოდა, მაგრამ როცა ეს ხდება, ზოგიერთ ჩემს კოლეგას ის, რაც ხდება, ალბათ, არ ჰყოფნის. ალბათ, უარესი უნდა მოხდეს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რაც ზოგიერთისთვის უკვე გულის ამრევია. რამდენჯერ შეიძლება შეშფოთება გამოვთქვათ? ანდა რას გვაძლევს ეს ოფიციალური შეხვედრები? იმას, რომ ერთმანეთს ხელს ვართმევთ? ილუზიაა, თითქოს პროგრესს მივაღწიეთ. უკრაინის მიმართ აგრესია გრძელდება,"-განაცხადა ლიტვის პირველმა დიპლომატმა.