რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც საკუთარი ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები 10 %-ით შეუმცირა.
ამის შესახებ ინფომრაცია პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გაახმოვანა.
ცოტა ხნით ადრე, რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა მიიღო ზომები და ყველა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყების თანამშრომელს 2015 წლისთვის ანაზღაურება 10 %-ით შეუმცირა, მათ შორის უშიშროების ფედერალურ სამსახურსაც.
მოსკოვი ამ გზით ცდილობს იმ მძიმე ეკონომიკრ ვითარებას გაუმკლავდეს, რაც ნავთობზე ფასების კლებამ და რუსეთის მიმართ გათარებულმა სანქციებმა გამოიაწვია.