რუსული სამხედრო თვითმფრინავების ექსპორტი საფრთხის ქვეშ დადგა. უკრაინამ რუსეთს ერ-73 ტიპის რაკეტებისთვის განკუთვნილი სითბური თავების მიწოდება შეუწყვიტა. აღნიშნული ტიპის რაკეტებით რუსეთში წარმოებული თითქმის ყველა სახის ავიაგამანადგურებელია აღჭურვილი. დღემდე რაკეტებისთვის საჭირო სითბურ ელემენტებს რუსეთი უკრაინისგან ყიდულობდა.