დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. სამართალდამვავებმა სოფელ ნაჩაევკასტან ბლინდაჟი აღმოაჩინეს, რომელშიც სავარაუდოდ 5 ამბოხებულია გამაგრებული. სპეცრაზმელებს ისინი ალყაში ჰყავთ მოქცეული. სპეცოპერაციის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.