აღმოსავლოთ უკრაინაში კრიზისის დარეგულირების მონიტორინგი ეუთომ უნდა აწარმოოს და ახალი იდეები საჭირო არ არის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. "ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით პარიზში ვიმსჯელეთ და შევთანხმდით იმაზე, რომ ამ ეტაპზე ახალი იდეების დრო არ არის. მინისკის შეთანხმებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მონიტორინგი ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ უნდა აწარმოოს,"-აღნიშნა ლავროვმა.