სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ უკრაინა ქვეყნის გარედან იმართება. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გაზეთ "არგუმენტი ი ფაქტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის ყოფილმა ლიდერმა კიევს ის დაპირებები შეახსენა, რომელთაგანაც, მისი მტკიცებით, შესრულებული არცერთი არ არის. "უკრაინას გარე ძალები მართავენ. კიევს ქვეყნის გარედან კარნახობენ, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღოს. ვფიქრობ, მაიდნის მოვლენების ერთი წლისთავზე უკრაინის ხელისუფლება ხალხის წინაშე ანგარიშით უნდა წარსდგეს, თუ რა გააკეთეს ამ ერთი წლის განმავლობაში. სიმართლე მაინც არ დაიმალება. ისინი ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებენ,"-აღნიშნავს იანუკოვიჩი.