რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად ევროკავშირი აზერბაიჯანსა და თურქმენეთTან ურთიერთობას გააღრმავებს. ამის შესახებ გაზეთი „ფაინანშალ ტაიმსი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელი ახალ ენერგეტიკულ სტრატეგიას დღეს გამოაქვეყნებს. ევროკავშირის ახალ პარტნიორებს შორის სავარაუდოდ ალჟირიც მოხვდება. „ევროპა უკვე დაიღალა იმაზე ფიქრით, თუ როგორ გადაიტანოს ზამთარი. მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკურ კავშირს 21-ე საუკუნეში მსგავსი პრობლემები აღარ უნდა ჰქონდეს,“-აცხადებს ევროკავშირის ენერგეტიკის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მაროშ შეფჩოვიჩი, რომლის მტკიცებითაც, რუსეთის ევროკავშირისთვის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად დარჩება, თუმცა მისი გავლენა შესუსტდება.