ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელ ლევან ვეფხვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, I არხის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებაში მონაწილეობა მიიღონ, ხელისუფლებას კი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებასთან დაკავშირებით იმ მუხლის აღდგენას სთხოვს, რომელიც რამდენიმე წლის წინ კანონმდებლობაში გიგა ბოკერიას ინიციატივით ჩაიწერა, შემდეგ კი ეს მუხლი ამოიღეს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ვეფხვაძემ პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ამ საკითხის კურირება ვეფხვაძეს პარლამენტის თავმჯდოამრემ მას შემდეგ დაავალა, რაც რამდენიმე დღის წინ ძალაში შევიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უნდა დაკომპლექტდეს 15 წევრისგან ნაცვლად 9 წევრისა.
15 წევრიდან კი 7-7 ნიშნავს ოპოზიცია და ხელისუფლების ერთი კანდიდატურის დანიშვნა კი ხდება შეთნხმებით. გარდა ამისა, ვეფხვაძე კიდევ ორ ახალ ინიციატივას აყენებს და მიიჩნევს რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეალური დამოუკიდებლობისათვის აუცილებელია მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიენიჭოს მეტი უფლებები, რათა შეძლოს დირექტორის დაბალანსება.
ასევე ითხოვს, რომ კანონში აღდგეს ის მუხლი, რომლის თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება არ უნდა იყოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,15 პროცენტზე ნაკლები.
"ეს ორი პირობა აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადეობრივი მაუწყებელი არ იყოს ხელისუფელბაზე დამოკიდებული და ფუნქციონირება დამოუკიდებლად შეძლოს", _ აცხადებს ცეფხვაძე. აღსანიშნავია, რომ ეს მუხლი 2004 წელს პარლამენტმა გიგა ბოკერიას და ლევან რამიშვილის ინიციატივით მიიღო. 2005 წელს კი მუხლი ამოღებულ იქნა და საზოგადეობრივი მაუწყებლის დაფინანსება ბიუჯეტში ყოველ წელს კონკრეტული რაოდენობით არის განსაზღვრული. თუმცა ეს რაოდენობა მთლიანი შიდა პროდუქტის 0,15 პროცენტზე გაცილებით ნაკლებია.