აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დივენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ჩაერთოს კონფლიქტში, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდება.
მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ერთადერთი მიზანია უზრუნველყოს, რომ ირანს „არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი“.
„პრეზიდენტს არა მხოლოდ ქვეყნის დაცვა სურს ირანის ბირთვული იარაღისგან მეორე ვადის პირველი სამი ან ოთხი წლის განმავლობაში; მას სურს დარწმუნდეს, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და ეს მოითხოვს ირანის რეჟიმის აზროვნების ფუნდამენტურ ცვლილებას“, - თქვა ვენსმა.
მან დასძინა, რომ ეს არ იქნება გრძელვადიანი სამხედრო კამპანია.
„დონალდ ტრამპი არანაირ გარემოებაში არ დაუშვებს, რომ ქვეყანა მრავალწლიან კონფლიქტში ჩაერთოს... ჩვენ არ ვაპირებთ გავეხვიოთ პრობლემებში, რომელბიც ერაყთან და ავღანეთთან გვქონდა“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვენსის თქმით, ირანის ბირთვული ობიექტები აშენდა არა მხოლოდ ურანის მშვიდობიანი მიზნებისთვის გასამდიდრებლად, როგორც რეჟიმი აცხადებდა, არამედ ბირთვული იარაღის შესაქმნელადაც.