მოგზაურობის მოყვარული ქალბატონებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეყანა ინდოეთია. არაუსაფრთხო ქვეყნების სია ექსპერტთა მონაცემებზე დაყრდნობით „დეილი მეილი“ ავრცელებს. ინდოეთის შემდეგ საშიში ქვეყნების სიაში მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს. პირველ ხუთეულში მოხვდნენ თურქეთი, ტაილანდი და ეგვიპტეც. მთავარ საფრთხეს მოგზაური ქალბატონებისთვის სექსუალური ძალადობა წარმოადგენს, რომლის მსხვერპლიც ინდოეთში არაერთი უცხოელი ტურისტი გახდა.