ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიაში 90 ქრისტიანი დაატყვევეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისლამისტებმა ელ-ჰასიკას პროვინციაში ქურთებს პოზიციები დაათმობინეს. 2 დღის წინ მათ ქალაქ ტელ-ხორმუზში უძველესი ქრისტიანული ტაძარი და ათობით საცხოვრებელი სახლი დაწვეს, რამდენიმე ასირიული სოფელი კი მიწასთან გაასწორეს.