უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის თქმით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში, გენერალურ პროკურატურასა და უშიშროების სამსახურში მალე შიდა გამოძიების ჩატარება და კადრების ,,წმენდა” დაიწყება.
,,ამის შესახებ მე საუბარი მქონდა უკრაინის პრეზიდენტთან და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მეთაური, რომელსაც უშიშროების სამსახური ექვემდებარება, ამ ორგანოში ისეთივე საკადრო წმენდას ჩაატარებს, როგორიც გენერალურ პროკურატურასა და შსს-ში ჩატარდება.” - აღნიშნა იაცენიუკმა სააგენტო ,,უკრინფორმთან” საუბარში.
ის მსგავსი ქმედების აუცილებლობაში დარწმუნებულია, ვინაიდან აცხადებს, რომ ისინი, ვინც კანონს უნდა იცავდნენ, პირიქით, კანონისგან იცავენ თავს.
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ უკრაინის შს მინისტრს უკვე დაავალა, კანონდარღვევების შესახებ უწყების შიგნით გამოძიება დაიწყოს და კადრების დათხოვას შეუდგეს.
,,ის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელშიც სამართალდამცავები არიან გაერთიანებული, გზიდან უნდა ჩამოვიშოროთ.” - განაცხადა არსენი იაცენიუკმა.