უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის 20 თანამშრომლის საქმიანობა ეჭვქვეშ დააყენა და მათ წინააღმდეგ წერილობითი მოხსენება მოამზადა.
ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახური იტყობინება.
,,უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ეჭვმიტანილების შესახებ წერილობითი მოხსენება, წესისამებრ, კიევში რუსეთის ფედერაციის საელჩოს და რუსეთის გენერალურ პროკურატურას გადაეცემა.” - ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის გენპროკურატურის განმარტებით, გამოძიებას უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია ყოფილი უკრაინელი ძალოვნების და თანამდებობის პირების მიმართ, რომელბმაც თავიანთი ქმედებით არსებითი ზიანი მიაყენეს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დაარღვიეს ეროვნული და საინფორმაციო უსაფრთხოების ხელშეუხებლობა.