უკრაინელი ნაციონალისტები კიევში ხვალ მასშტაბური საპროტესტო მსვლელობების გამართვას გეგმავენ. ე.წ. "სიმართლის მარშს" ორგანიზებას "მარჯვენა სექტორი" გაუწევს. რადიკალური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, არტიომ სკოროპადსკის განცხადებით, აქციის მიზანია, ხელისუფლებას სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება და ერთი წლის წინ დაწყებული რევოლუციის დასრულება აიძულოს. "ჩვენ არ ვართ კმაყოფილი შსს-ს მუშაობით. ჩვენ ვიცდიდით მთელი წელი, რათა ხელისუფლებისთვის შანსი მიგვეცა, მაგრამ მათ არაფერი შეუცვლიათ. ქვეყანას ისევ კორუმპირებული მაღალჩინოსნები და ოლიგარქები მართავენ, ევრომაიდნის დამრბევები დაუსჯელნი დადიან. ილოვაისკის ტრაგედია განმეორდა დებალცევოშიც. ამ ყველაფერს არ შევეგუებით,"-აღნიშნა სკოროპადსკიმ. მისივე თქმით, ხვალინდელ აქციას კიევში მოძრაობა "პატრიოტები", ასევე, რადიკალური ორგანიზაციები "შავი რადა" და "რევანშიც" შეუერთდებიან.