ხარკოვში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. დღეს დილით საავადმყოფოში ტერაქტისას დაჭრილი 18 წლის სტუდენტი გარდაიცვალა. ამდენად, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4-ს მიაღწია. ასაფეთქებელი მოწყობილობა ხარკოვში 22 თებერვალს მშვიდობიანი მარშის მსვლელობისას ამოქმედდა. მილიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი 4 პირი უკვე დააკავა.