უკრაინას იარაღითა და სამხედრო ტექნიკით არაბეთის გაერთიანებული ემირატები მოამარაგებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" უკრაინის შსს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო წერს. "ემირატებში პრეზიდენტი პოროშენკო აბუ-დაბის პრინცს შეხვდა. შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გადაწყდა, რომ ემირატები უკრაინას გარკვეული სახის იარაღსა და სამხედრო ტექნიკას მიაწვდის,"-აცხადებს გერაშენკო.