იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლი 2 დღით მაინც შეწყდება, კიევი ე.წ. "ურთიერთშეხების ხაზიდან" მძიმე შეიარაღების გაყვანას დაიწყებს. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში შეტაკებებს ერთი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, 8 კი დაიჭრა. როგორც ლისენკო ირწმუნება, ცეცხლის აქტივობა შენელდა, თუმცა უკრაინული პოზიციები მაინც იბომბება. ამიტომ, მძიმე შეიარაღების გაყვანა მას შემდეგ დაიწყება, რაც ცეცხლი სრულად შეწყდება.