უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით არაბეთოს გაერთიანებულ ემირატებში იმყოფება. პეტრო პოროშენკო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის, თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. უკრაინის ლიდერმა ალ-მაკტუმი ოფიციალური ვიზიტით კიევში მიიწვია.