ხვალ, ლოს-ანჯელესში, "დოლბის" თეატრის წინ "ოსკარის" დაჯილდოვების რიგით 87–ე ცერემონიალი გაიმარტება.
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში "ოსკარზე" წარდგენილია ზაზა ურუშაძის „მანდარინები“, რომელიც ქართულ-ესტონური ნამუშევარია.
ურუშაძის განცხადებით, "ეს არის ესტონეთისთვის "ოსკარზე" წარდგენის პირველი შემთხვევა, ქართველი რეჟისორისთვის კი - მეორე.
ფილმის სიუჟეტი ვითარდება აფხაზეთის ომის პერიოდში, თუმცა ფილმში არ არის ასახული ომის სცენები.
მასში მოთხრობილია აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების შესახებ.
ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთიდან იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა თავისი სურვილით არჩია აფხაზეთში დარჩენა.
სოფელში ორი მოსახლეღა შემორჩა. ქართველებსა და ჩეჩნებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ ერთ-ერთი ესტონელი, ივო სახლში შეიფარებს სიკვდილის პირას მყოფ მტრებს: დაჭრილი ქართველი მოხალისე მეომარსა და დაქირავებულ ჩეჩენ ბოევიკს. აღმოჩნდება, რომ ესტონელი ივოს შვილი ომის დაწყებისას ქართველების ხელით დაიღუპა.