უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დავით საყვარელიძე დაინიშნა
როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო ,,უკრინფორმი" იუწყება, ამის შესახებ თავად უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
,,მინდა წარმოგიდგინოთ დავით საყვარელიძე, რომელიც ჩვენს უწყებაში კადრების შერჩევას და უკრაინის პროკურატურის რეფორმირებას უხელმძღვანელებს. ის, ასევე, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარებით დაკავდება." - განაცხადა შოკინმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოქალაქეობა დავით საყვარელიძემ გასული წლის დეკემბერში მიღო, რის შემდეგაც უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს კანონის იმპლემენტაციაში მონაწილე სამუშაო ჯგუფში გაერთიანდა.
მასალის გამოყენების პირობები