უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დღეს ისევ შეეცდებიან დებალცევოში შესვლას, სადაც ზავის გამოცხადების მიუხედავად, უკრაინელ მებრძოლებსა და სეპარატისტებს შორის შეტაკებები კვლავ გრძელდება.
გუშინ ეუთოს დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ვითარების გადასამოწმებლად სეპარატისტებმა დებალცევოში შესვლის უფლება არ მისცეს.
ამბოხებულებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს და აცხადებენ, რომ დებალცევო, რომელიც ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე მნიშვნელოვან სარკინიგზო კვანძს წარმოადგენს მათ კონტროლს ექვემდებარება.
აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 15 თებერვალს, ღამის 12 საათზე შევიდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის კანცელარიაში განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უმნიშვნელო ინცინდენტების მიუხედავად ,,მთლიანობაში დაცულია."
მასალის გამოყენების პირობები