უკრაინამ ზავის ყოველი დღე უნდა გამოიყენოს და მოიგოს მშვიდობა. ამის შესახებ უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
"სამიტის შემდეგ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რას იტყოდა ვაშინგტონი და იქ განაცხადეს, რომ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინის შეიარაღებაზეო. ჩვენ ყველამ ერთად ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ყველასთვის გასაგებია, რომ პუტინი არ გაჩერდება. მაგრამ პუტინმაც იცის უკვე, რომ, როდესაც შემდეგ შეტევაზე წავა, ეს უკვე აღარ იქნება რუსეთ-უკრაინის ომი. ეს იქნება მისი ომი მთელს დასავლეთთან და აქ ის ვეღარ გაიმარჯვებს",- განაცხადა სააკაშვილმა.
მისვე თქმით, კიევმა უნდა გააგრძელოს მუშაობა ვაშინგტონთან თავდაცვითი შეიარაღების მისაღებად,
"დღე და ღამე არ უნდა დავიძინოთ და გავაძლიეროთ ქვეყნის არმია და ეკონომიკა, რაშიც დაგეგმილი რეფორმები დაგვეხმარება," - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები