იაპონელ ძიუდოისტებს მათივე უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის საზღვრებს გარეთ ეროვნული ფორმების ტარება აუკძალეს. ამის მიზეზი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მიერ იაპონიის მოქალაქეების სიკვდილით დასჯა და მათ მიერ გაჟღერებული მუქარა გახდა, რომლის მიხედვითაც, ლიკვიდირებული თანამოქალაქეების ბედს კიდევ ბევრი იაპონელი გაიზიარებს. უსაფრთხოების მიზნით, ძიუდოისტებს იაპონიის ეროვნული სიმბოლიკებიანი ფორმების ჩაცმის უფლება მხოლოდ სპორტულ ობიექტებზე ეძლევათ. უახლოეს ხანებში იაპონიის ეროვნული ნაკრები იტალიის, მოგვიანებით კი ავსტრიის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები