საქართველოში იზიტით მყოფი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუსა ქართველ კოლეგას თამარ ბერუჩაშვილის შეხვდა.
საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგაც დიპლომატებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
„ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას ქვეყნის ევროინტეგრაციის დღის წესრიგის მიხედვით, ასევე ჩვენი ამოცანების თაობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა, სადაც შეჯერდება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის წარმატებები და ასევე გამოწვევები," - განაცხადა ჟურნალისტებთან ბერუჩაშვილმა.
ბოგდან აურესკუს ასევე შეხვედრები აქვს დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმიწფო მინისტრთან.
მასალის გამოყენების პირობები