აშშ სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთის მიერ მინსკში დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მიმართ და მზად არის საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სანქციები მიიღოს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნმა ჯენ პსაკმა განაცხადა.
პრეს-მდივნის განცხადებით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია მინსკში მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებს.
პსაკმა აღნიშნა, რომ შეთანხმება არაფერის მომტანი იქნება თუ არ შესრულდება.
მისვე განმარტებით, რუსეთი და პრო-რუსი სეპარატისტები აქამდე არ ასრულებდნენ შეთანხმებულ პუნქტებს.
„ხანგრძლივი საუბარი გვქონდა ევროპელ პარტნიორებთან იმ ნაბიჯებზე რაც შეიძლება მომავალში გადაიდგას და ჩვენ ისევ ძალაში ვტოვებთ ყველა რესურსს, რაც შეიძლება ამოვიყენოთ,"-განაცხადა პრეს-მდივანმა.
მასალის გამოყენების პირობები