ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერამა ანგელა მერკლემა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი არ შეწყდება ევროკავშირი დამატებით სანქციებს აამოქმედებს.
მერკელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უკვე მიმართეს ევროკომისიას ახალი სანქციების შესამუშავებლად.