დონბასში ცეცხლი 15 თებერვალს 00:00 საათიდან შეწყდება. ამის შესახებ მინსკში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენ მოვილაპარაკეთ, ჩემის აზრით, ბევრ რამეზე. პირველი - შევთანხდით ცეცხლის შეწტვეტაზე 15 თებერვლის 00:00 საათიდან. მეორე პოზიცია - უკრაინის ჯარების მძიმე შეიარაღების გაყვანა ცეცხლის ხაზიდან მინსკის 19 სექტემბერის შეთანხმების შესაბამისად", - განაცხადა პუტინმა და რუსეთის ჯარებს წინააღმდეგობის ძალები უწოდა.
მისივე თქმით, განხილური იყო საკითხი გრძელვადიანი პოლიტიკურ დარეგულირების თაობაზე.
„აქ რამდენიმე პოზიციაა. პირველი - საკონსტიტუციო რეფორმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება დონბასში მცხოვრები ადამიანების კანონიერი უფლებები", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, საზღვრის საკითხი ტერორისტებთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს.
მასალის გამოყენების პირობები