სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების დაკავებული დირექტორის გიორგი ელიზბარაშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. როგორც ადვოკატმა განმარტა აღნიშნული დაწესებულება ნახევრად ღია და ღია საპატიმროა, შესაბამისად მსჯავრდებულებს გადაადგილებისთვის უწყების ხელმძღვანელის ნებართვა არ სჭირდებათ.
,,ჩემი ინფორმაციით, მე-17 დაწესებულება არის ნახევრად ღია და ღია დაწესებულება. Aამდენად ის რაშიც ედავება გამოძიება გიორგი ელიზბარაშვილს, რომ მან უპირატესობა მიანიჭა გარკვეული ჯგუფის პატიმრებს, ეს არის აბსურდი. Pპატიმრებს ამ ღია დაწესებულებაში სულ თავისუფლად ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეეძლოთ გადაადგილება", _აცხადებს ადვოკატი.
სამართალდამცველებმა სამსახუირეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ციხის მე-17 დაწესებულების დირექტორი დააკავეს. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაშია მითითებული ,,საქართველოს სასჯელაღსულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა 2015 წლის 1-ელ იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # მე-17 დაწესებულებაში განხორციელებული ფაქტი რა დროსაც ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულის მხრიდან, ასევე მსჯავრდებულებზე ძალადობის შემთხვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოთავსებული Dშვიდი მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და ისინი მიცემულ იქნენ პასუხისგებაში საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით. Aასევე საზოგადოებას გვსურს ვამცნოთ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულია და პასუხისგებაში მიეცა # მე-17 დაწესებულების დირექტორი. საქმეზე გამოძიება გრძელდება სსსკ 332-ე და 144-ე მუხლებით. ინციდენტში მონაწილე ყველა პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება", -აცხადებენ სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები