უკრაინის პრეზიდენტი კრამატორსკში ჩავიდა. პეტრო პოროშენკო სეპარატისტების მიერ დაბომბილ ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში იმყოფებოდა, რის შემდეგაც დაჭრილები მოინახულა. ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ლიდერმა სეპარატისტები კასეტური ჭურვების გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ შესაბამის მტკიცებულებებს მინსკის შეხვედრაზე წარმოადგენს. კრამატორსკის დასახლებული რაიონი სეპარატისტებმა გუშინ დაბომბეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები