მინსკის საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა 2 საათიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს. მოლაპარაკების მთავარი თემა ცეცხლის შეწყვეტის პირობები და დონბასის სტატუსი იყო. შეხვედრას უკრაინის მხრიდან ექს პრეზიდენტი კუჩმა, ეუთოდან ჰაიდი ტალიავინი, რუსეთიდან კი უკრაინაში რუსეთის ელჩი ესწრებოდნენ. პუტინის თანაშემწე სურკოვი კი, რომელიც დიალოგს უნდა დასწრებოდა, მინსკში არ გამოჩენილა. შეხვედრას დონეცკისა და ლუგანსკის დეფაქტო რეაპუბლიკების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საკონტაქტო ჯგუფს ნიადაგი უვა მოემზადებინა ნორმანდიული ოთხეულუს მოლაპარაკებისთვის, რომელიც მინსკში დღესაა დაგეგმილი. დიალოგს, რომელშიც რუსეთის, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები და გერმანიის კანცლერი მიიღებენ მონაწილეობას, პრეზიდენტმა პოროშენკომ კონფლიქტის დიალოგის გზით გადაწყვწტის ბოლო შანსი უწოდა.