სეპარატისტთა მხარდაჭერა მოსკოვს ძვირად დაუჯდება. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას განაცხადა. ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გვიან ღამით შედგა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონბასში ვითარების ესკალაციის გამო შეშფოთება გამოთქვა და კრემლის ლიდერს აღებული ვალდებულებების შესრულებისიკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები