ამერიკის კონგრესი უკრაინას მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ სააგენტო "ასოშიეიდიდ პრესი"იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კიევი სოლიდურ დახმარებას ეტაპობრივად, 2017 წლამდე მიიღებს. კანონპროექტი შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ ტორნბერიმ და კონგრესმენმა ადამ სმიტმა მოამზადეს. სამხედრო დახმარება უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგებასა და ლოგისტიკურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები