რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა მფრინავმა ქალმა ნადეჟდა სავჩენკომ სასამართლოს რუსულად მიმართა.
" მე რუსული მესმოდა, მაგრამ ამ ენაზე ვერ ვსაუბრობდი. ნახევარწლიანი პატიმრობისას რუსული ვისწავლე და მინდა ამ ენაზე მოგმართოთ. მე არასდროს ვიტყვი, რომ რუსები ცუდები არიან, მაგრამ ეს არ ეხებათ გაყიდულ გამომძიებლებსა და მოსამართლეებს, რომლებიც მეზიზღებიან,"-განაცხადა სავჩენკომ, რომელსაც მოსკოვის ბასმანის სასამართლომ პატიმრობა 13 მაისამდე გაუგრძელა.