იმ შემთხვევაში, თუ დონბასში ვითარება არ გამოსწორდება, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები 16 თებერვლიდან ავტომატურად ამოქმედდება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირმა სანქციების ამოქმედება იმის იმედით გადადო, რომ მინსკის შეხვედრაზე გარკვეული პროგრესი იქნას მიღწეული.
იმ შემთხვევაში კი, თუ ვითარება არ გამოსწორდება, მომავალი ორშაბათიდან სანქციები ძალაში შევა.
რუსეთისთვის დამატებითი სანქციების გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელის სამიტზე 2 დღის წინ მიიღეს.