ლონდონში გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბორის ბერეზოვსკის სიძეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. გეორგი შუპე ინტერპოლით იძებნება. მას ბრალად მაღაზიათა ქსელ "პარტიის" მეპატრონის, ალექსანდრ მინეევის მკვლელობა ედება.
ბიზნესმენი საკუთარ მანქანაში გასული წლის 22 იანვარს ჩაცხრილეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მკვლელობიდან მე-4 დღეს დანაშაულის გახსნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.