ნადეჟდა სავჩენკო უკიდურესად დასუსტებულია. ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა.
"ის სულ რაღაც 50 კილოგრამს იწონის, ვეღარ ლაპარაკობს და საწვეთურებით ვენები სულ დასისხლიანებული აქვს, მაგრამ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ის ამბობს, რომ შიმშილობა მისი მხრიდან ერთადერთი მეთოდია იმისა, რომ სამშობლო დაიცვას. ვითარება ტრაგიკულია. ის საუბარსაც ვეღარ ახერხებს. მხოლოდ 2 სიტყვას ამბობს, რომ არ დანებდება,"-განაცხადა ტიმოშენკომ.
სამხედრო მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო რუსებმა გასულ წელს დაატყვევეს და ბრალი რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დასდეს. პატიმარი პროტესტის ნიშნად უკვე 60-ე დღეა, შიმშილობს.