რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ დონბასის ომი მისთვის ძვირადღირებული სიამოვნება იქნება. ამის შესახებ ცნობილმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთმა უკრაინას თავდაცვითი იარაღი დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს.
"რა თქმა უნდა, სანქციები აუცილებელია, რადგანაც საბოლოოდ ის რუსეთის მოსახლეობას პუტინისადმი ნდობას შეურყევს, მაგრამ უფრო მეტ ეფექტს უკრაინის იარაღით მომარაგება გამოიღებს,"-აღნიშნა ბჟეზინსკიმ.