დონბასში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის ნაწილებმა მარიუპოლთან სეპარატისტთა პოზიციები გაარღვიეს. კონფლიქტის ზონაში იმყოფება უწყების ხელმძღვანელი ალექსანდრ ტურჩინოვიც, რომელიც სპეცოპერაციას კოორდინაციას უწევს. უკრაინული მხარის მტკიცებით, ეროვნული გვარდია მოწინააღმდეგის პოზიციებს ინტენსიურად უტევს.
მასალის გამოყენების პირობები