ყირიმში შავი ზღვის ფლოტის წრთვნები დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" იტყობინება. სწავლებებში მონაწილეობას 600 სამხედრო მოსამსახურე და 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა იღებს. წრთვნებში 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ ფორმირებული ცალკეული შენაერთები და სანაპირო დაცვის ბრიგადები მონაწილეობენ.
მასალის გამოყენების პირობები